ლატვია თურქეთს 4,3 მლნ ევროთი დაეხმარება

საქართველო, თბილისი - 15:11 | 27.11.2015
ნანახია: 1950

ლატვიის სეიმმა მხარი დაუჭირა წინადადებას ლტოლვილების პრობლემების მოსგვარებლად თურქეთისთვის 4,3 მლნ ევროს გამოყოფასთან დაკავშირებით.

ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრის რიხარდ კოზლოვსკისის თქმით, ლატვიამ ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად სოლიდარობა უნდა გამოავლინოს. მისივე თქმით, თურქეთი ლტოლვილების პრობლემების გადაჭრის საკითხში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. აღნიშნული თანხა 2016-2017 წლების განმავლობაში სირიელი ლტოლვილებისთვის დაიხარჯება.

მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროკავშირის ქვეყნებს 2 წლის განმავლობაში თურქეთისთვის 2,5 მლდრ ევროს გამოყოფისკენ მოუწოდა. ევროკომისია კიდევ 500 მლნ ევროს გამოყოფას აპირებს. ამ დროისათვის თურქეთის ტერიტორიაზე ლტოლვილთა ბანაკებში 2 მლნ ადამიანი ცხოვრობს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე