პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 64 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველო, თბილისი - 12:44 | 04.04.2018
ნანახია: 948

საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 64 მსჯავრდებული შეიწყალა, - ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, შეწყალებულებიდან 3 ქალია და 1 არასრულწლოვანი.

”64 შეწყალებული მსჯავრდებულიდან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას დღეს 41 პატიმარი დატოვებს. 23 შეწყალებულ მსჯავრდებულს კი სხვადასხვა დოზით შეუმცირდა სასჯელი. შეწყალებულებიდან 3 ქალია და 1 არასრულწლოვანი. აქედან ერთი ქალი დღეს დატოვებს დაწესებულებას, ორს კი სასჯელი შეუმცირდა. რაც შეეხება არასრულწლოვანს, მას სასჯელი შეუმცირდა", - განაცხადა ქორიძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ კომისიამ ჯამში 335 საქმე განიხილა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე