მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონს ეწვია

საქართველო, თბილისი - 11:10 | 04.04.2018
ნანახია: 900

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 3-6 აპრილს სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში, ასევე საქართველოს საკითხებზე მომუშავე აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და სამეცნიერო კვლევითი ცენტრების წამყვან ექსპერტებთან. კერძოდ, ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვეს მიჩელს და აზიის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და სამრეწველო საკითხებში აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილეს ჯეფრი გერიშს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე შეხვდება აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების და კონგრესის წარმომადგენლებს და ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) წევრებს


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე