ოპოზიციის ეჭვიანობა ყოველთვის საინტერესოა - კალაძე

საქართველო, თბილისი - 13:10 | 03.04.2018
ნანახია: 852

ოპოზიციის ეჭვები მიყვარს, მათი ეჭვიანობა ყოველთვის საინტერესოა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის ვარაუდთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შესაძლოა, პარკირების საფასური გაიზარდოს.

მისი თქმით, კეთილსინდისიერად იმოქმედებს ტრანსპორტის კომპანია.

”პრობლემა არ არსებობს და ყველანაირი მზადყოფნაა იმისთვის, რომ ტრანსპორტის კომპანიამ 10 აპრილიდან გადმოიბაროს და პარკირების მიმართულებით მოაწესრიგოს ქალაქში არსებული მდგომარეობა. დაჯარიმებებს რაც შეეხება, თუ არასწორად იქნება გაჩერებული ავტომობილი, დაჯარიმდება. რაც შეეხება გადაყვანას, ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი არასწორადაა გაჩერებული და ხელს უშლის, აფერხებს მოძრაობას და არ იქნება ეს ისე, როგორც ”სითი პარკის” შემთხვევაში იყო, როცა გადაყვანილი ავტომანქანებიდან შემოსულ თანხებს, როგორც ბიზნესს ისე უყურებდნენ. კეთილსინდისიერად იმოქმედებს ტრანსპორტის კომპანია. დაჯარიმების წესი არ შეიცვლება და თუ არღვევ, უნდა დაჯარიმდე",- განაცხადა კახა კალაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე