მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით საგადასახადო შეღავათები წესდება
საქართველო, თბილისი - 17:46 | 02.04.2018 ნანახია: 1942
საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები განიხილეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე.
წარმოდგენილი კანონპროექტის ძირითადი მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, ამ მიმართულებით საგადასახადო შეღავათების დაწესება ასევე, მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისთვის გაზრდილი ერთობლივი შემოსავლის მოცულობა.
„პროექტი მცირე მეწარმეთათვის განსხვავებული დასაბეგრი რეჟიმის შემოღებას და სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული ტიპის შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს“, - აღნიშნა მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა.
კანონპროექტის მიხედვით, მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის ივლისიდან მცირე ბიზნესის დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები იცვლება.
წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, მცირე ბიზნესის შემოსავალი 5 % -ის ნაცვლად, 1 %-იანი განაკვეთით დაიბეგრება. მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავლის შეზღუდვის ნორმა კი 5-ჯერ გაიზრდება. იმისათვის, რომ მეწარმე ფიზიკურ პირს მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭოს მის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი 100 000 ლარის ნაცვლად 500 000 ლარამდე იზრდება.
„ერთი მხრივ, ეს იქნება მნიშვნელოვანი სტიმული საქართველოში მცირე მეწარმეობის განვითარებისთვის და მეორე მხრივ, ჩვენს ეკონომიკაში მცირე მეწარმეების წილის გაზრდისთვის. ჩვენი მიზანი იყო რაც შეიძლება მეტ მცირე მეწარმეს შეხებოდა ეს საგადასახადო რეჟიმი. ამიტომ ვაწესებთ 500 000 ლარიან ზღვარს, რომლის თანახმად, მეწარმეების 99% ამ საგადასახადო რეჟიმით სარგებლობას შეძლებს. რეფორმა 120 000 -ზე მეტ მეწარმე-ფიზიკურ პირს შეეხება“, - აღნიშნა მთავრობის წარმომადგენელმა.
პროექტის მიხედვით, გადასახადის დეკლარირება და გადახდა მოხდება ყოველთვიურად. ასევე, უქმდება მიმდინარე ე.წ. „საავანსო“ გადასახდელები. მომხსენებლის განმარტებით, ცვლილებით მცირე მეწარმეს შესაძლებლობა ეძლევა დარეგისტრირდეს დამატებითი ღირებულების გადამხდელად და ერთდროულად იყოს დღგ-ს გადამხდელიც და მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირიც.
ლაშა ხუციშვილის შეფასებით, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან და ისინი ე.წ. განაწილებულ მოგების გადასახადზე გადავლენ. პროექტის თანახმად, უქმდება გრძელვადიანი კონტრაქტით დღგ-თი დაბეგვრის სპეციალური ნორმები. დღგ-სგან თავისუფლდება საქართველოში საჰაერო ხომალდებისათვის ტექნიკური მომსახურების გაწევა.
„მნიშვნელოვანი ინიციატივაა ექსპორტის წახალისებისთვის სატრანსპორტო საშუალებების პერიოდის გაზრდა. ასევე, მეწარმეს შეეძლება 6 თვის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპორტი განახორციელოს ისე, რომ მან აქციზის გადასახადი არ გადაიხადოს. აქციზისგან სრულად გათავისუფლდება სატრანსპორტო საშუალებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის - პირადი გამოყენების მიზნით“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
მისივე განმარტებით, მოგების გადასახადით საწარმოთა დაბეგვრის 2017 წლიდან მოქმედი მოდელი, არ შეეხო ბანკებს, საკრედიტო კავშირებს, სადაზღვევო ორგანიზაციებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ლომბარდებს.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით ხსენებული კატეგორიის გადასახადის გადამხდელების მოგების გადასახადით დაბეგვრისთვის 2023 წლის 1 იანვრამდე შენარჩუნდება მოგების გადასახადით დაბეგვრის 2017 წლამდე მოქმედი მოდელი და მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი კვლავ იქნება სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
მთავრობის წარმომადგენელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და დამატებითი განმარტებები გააკეთა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















