მასწავლებელს, რომელსაც მოსწავლე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველო, თბილისი - 10:33 | 02.04.2018
ნანახია: 938

70 წლამდე მასწავლებელს, რომელსაც 15 წლის მოსწავლე სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში ადანაშაულებს, 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 1952 წელს დაბადებული ა.კ. სენაკში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 მარტს, ჩხოროწყუს ქალთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელმა ა.კ.-მ, თავის კუთვნილ ავტოფარეხში და საცხოვრებელ ბინაში, მასთან დროებით მცხოვრები, 2002 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ძალადობის გარეშე ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

მასწვლებელს ბრალს დღეს წარუდგენენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე