ძალოსანი ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველო, თბილისი - 10:16 | 02.04.2018
ნანახია: 2389

ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც რუმინეთში, ბუქარესტში მიმდინარეობდა, ლაშა ტალახაძემ პირველი ადგილი, შესაბამისად, ოქროს მედალი მოიპოვა. ვერცხლის მედალი კი ირაკლი თურმანიძეს ხვდა წილად. ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 210  კილოგრამი, ხოლო აკვრაში 247კილოგრამი დაძლია და, ჯამში 457 კილოგრამით ოქროს მედლის მფლობელი გახდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე