ანიტა რაჭველიშვილი რომის საოპერო თეატრში იმღერებს

საქართველო, თბილისი - 13:45 | 31.03.2018
ნანახია: 1857

მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო ვარსკვლავი, მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი რომის ოპერის თეატრში „სოფლის ღირსებაში“ სანტუცას პარტიას იმღერებს.

პიეტრო მასკანის ოპერის პრემიერა რომის ოპერის თეატრში  5 აპრილს შედგება. წარმოდგენები 8, 10, 12 და 15 აპრილს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ანიტა რაჭველიშვილი „სოფლის ღირსებაში“, სანტუცას პარტიას, პირველად იმღერებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე