ჟურნალისტმა ლაშა მესხმა საზოგადოებრივ მაუწყებელს დავა მოუგო

საქართველო, თბილისი - 12:28 | 29.03.2018
ნანახია: 1323

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ლაშა მესხის მიმართ განხორციელებული პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა, მაუწყებელს მესხის სამსახურში აღდგენა დაევალა, განაცდურის სრული ოდენობის ანაზღაურებასთან ერთად. 

ლაშა მესხის ინტერესებს სასმართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი რაისა ლიპარტელიანი იცავს. დავა მაუწყებელსა და მესხს შორის გასულ წელს დაიწყო. 

პროფკავშირების ინფორმაციით, ლაშა მესხი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირის თავმჯდომარედ არჩევის და მაუწყებელში არსებულ პრობლემებზე ღიად გაკეთებული განცხადებების შემდეგ ჯერ შეავიწროვეს, შემდეგ კი სამსახურიდან დისკრიმინაციული საფუძვლით გაათავისუფლეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე