ბოტოქსი დეპრესიას იწვევს

საქართველო, თბილისი - 10:50 | 29.03.2018
ნანახია: 1483

კალიფორნიის უნივერსიტეტის ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სახეზე ბოტოქსის ინექციამ შეიძლება ღრმა დეპრესია გამოიწვიოს. ამ დასკვნამდე მივიდნენ მას შემდეგ, რაც დაკვირვება მოახდინეს 25 ქალზე, რომლებმაც ბოტოქსი კოსმეტიკური მიზნებისთვის, სახეზე ნაოჭების მოსაცილებლად გამოიყენეს.

როგორც აღმოჩნდა, ბოტოქსის ინექციის შემდეგ რამდენიმე თვით ხდება სახის კუნთის პარალიზება მათ შორის, ტუჩის მიდამოების. სწორედ ამიტომაც, ბოტოქსის გამოყენების შემდეგ ადამიანი კარგავს ემოციის გამოხატვას, რაც გავლენას ახდენს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, - აცხადებს ექიმი მაიკლ ლუისი.

მეცნიერთა აზრით, მსგავსი კოსმეტიკური პროცედურები შეიძლება დეპრესიის განვითარების ირიბი მიზეზი გახდეს. უახლოეს მომავალში მეცნიერები გეგმავენ გამოიკვლიონ, თუ როგორ შეიძლება დაეხმარონ პაციენტებს, რომლებიც ”სილამაზის ინექციის” შემდეგ ემოციურ სირთულეებს განიცდიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე