თბილისში მამაკაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 10:36 | 29.03.2018
ნანახია: 1025

თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა 4 ტყვია გაისროლა. თავდასხმის შედეგად მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118 და 236 მუხლებით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე