ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:11 | 28.03.2018
ნანახია: 972

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის შენახვა - გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა,  ქალაქ რუსთავში, ჯამში 2 100 აშშ დოლარის ოდენობის 21 ერთეული ყალბი 100 - დოლარიანი  კუპიურა გაასაღა. 

საქმეზე  მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის  პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან  7 წლამდე ვადით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე