ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე პატიმრობაში დატოვა

საქართველო, თბილისი - 09:31 | 28.03.2018
ნანახია: 1335

ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

დაცვის მხარე ხურციძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მისი არგუმენტები არ გაითვალისწინა.

ავთანდილ ხურციძე ნიუ-იორკში, 2017 წლის ივლისში 15 ქართველთან ერთად დააკავეს. მათ „რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში“ ადანაშაულებენ.

ხურციძესთან ერთად დაკავებული იყო კიდევ ერთი სპორტსმენი ლევან მაყაშვილი. თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს.

მომდევნო სასამართლო პროცესი 4 ივნისს არის ჩინიშნული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე