გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 11:10 | 27.03.2018
ნანახია: 888

საქართველოს ტრანზიტული ვიზიტით ავღანეთიდან პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ეწვია.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლონელ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა, სადაც ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.

მათივე ცნობით, მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე იმსჯელეს, საუბარისას განიხილეს 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას შესაძლო ვიზიტი, ასევე მხარეებმა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და ნატო-ს მომავალ სამიტს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე