ბელგიამ ტერორისტული საფრთხე მესამე დონემდე შეამცირა

საქართველო, თბილისი - 09:57 | 27.11.2015
ნანახია: 1918

ბელგიის უშიშროების ეროვნულმა საბჭომ ბრიუსელის რეგიონში ტერორისტული საფრთხის მოეთხე დონე მესამემდე შეამცირა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა განაცხადა.

”კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მესამე დონეც - საფრთხის მნიშვნელოვანი საფეხურია”,- განაცხადა მიშელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი განმარტებით, მესამე დონის მიხედვით ”საფრთხე შესაძლებელი და სავარაუდოა”. ამჟამად ასეთი დონე ბელგიის მთელს ტერიტორიაზეა შენარჩუნებული.

მეოთხე დონის მოქმედებისას ბრისულეში დაკეტილი იყო მეტროსადგურები, საბავშვო და სასწავლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, თეატრები და თავშეყრის სხვა ადგილები. ასევე გაუქმდა დაგეგმილი ღონისძიებებიც.

ამ დროისათვის ბრიუსელში გახსნილია სკოლები , მუშოაბს მეტროც.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე