მამაკაცი, რომელმაც სუპერმარკეტში მძევლები აიყვანა, თავს „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრედ აცხადებს

საქართველო, თბილისი - 15:20 | 23.03.2018
ნანახია: 1559

მამაკაცი, რომელმაც საფრანგეთის სამხრეთით, ოდის დეპარტამენტის ტრების კომუნაში მდებარე სუპერმარკეტში მძევლები აიყვანა, თავი „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრედ გამოაცხადა. ამის შესახებ ტელარხი BFMTV პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლები სუპერმარკეტ Super U-ში აყვანა.

შემთხვევის ადგილი სამართალდამცველების მიერაა გარშემორტყმული. მიმდინარეობს სპეცოერაცია. ბოლო ინფორმაციით, მამაკაცმა სპეცრაზმს ცეცხლი გაუხსნა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე