ლარის კურსი

საქართველო, თბილისი - 17:53 | 21.03.2018
ნანახია: 1171

21 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.4320 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4383 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.63 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9860 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0018 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.58 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6185 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.4213 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 22 მარტიდან  შევა ძალაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე