პრინც ჰარიმ და მეგან მარკლმა საქორწილო ტორტი შეარჩიეს

საქართველო, თბილისი - 15:13 | 21.03.2018
ნანახია: 2188

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე მალე გაიმართება და წყვილიც დეტალების დაზუსტებას  ჩქარობს. მომავალი ცოლ-ქმარი აქტიურად მუშაობს მენიუზე, ჩაცმულობასა და სხვა წვრილმანებზე. უკვე ცნობილია როგორი იქნება საქორწილო ტორტი. ჰარიმ და მეგანმა ტორტი შეფ-კონდიტერს კლერ პტაკს შეუკვეთეს, რომელიც ლონდონის საკონდიტრო Violet Bakery-ს წარმოადგენს.

 „პრინცმა ჰარიმ და მის მარკლმა კლერს სთხოვეს ლიმონის ტორტის დამზადება, რომელსაც გაზაფხულის მკვეთრი არომატები ექნება. ის დაფარული იქნება კრემით და ცოცხალი ყვავილებით“, - ნათქვამია კენსინგტონის სასახლის განცხადებაში.

კლერ პტაკი კალიფორნიაში გაიზარდა. ის ძირითადად სეზონური და ორგანული ინგრედიენტებით მუშაობს.

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი 19 მაისს გაიმართება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე