„საშიში დედა“ ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში

საქართველო, თბილისი - 20:00 | 20.03.2018
ნანახია: 1300

28 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით ნიუ იორკი კინოფესტივალის New Directors/New Films 47-ე გამოშვებას უმასპინძლებს, რომლის პროგრამაშიც ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის - ანა ურუშაძის სადებიუტო ნამუშევარი „საშიში დედა" მოხვდა.
 
ფილმის ჩვენებები ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში MOMA 31 მარტს და 2 აპრილსაა დაგეგმილი.
 
ფილმი „საშიში დედა" არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. მათ შორის აღსანიშნავია „ოქროს ლეოპარდი" ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე და გრან პრი სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე.



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე