უინსტონ ჩერჩილის ჯიბის საათი აუქციონზე 700 ათას დოლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 13:41 | 24.09.2015
ნანახია: 3356

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის ჯიბის საათი Sotheby's-ის აუქციონზე 700 ათას დოლარად გაიყიდა. როგორც Business Standard-ი იტყობინება, მისი ახალი მფლობელის ვინაობა უცნობია.

ოქროს საათის ციფერბლატზე გამოსახულია წმინდა გიორგი. ძვირფასი ნივთი შვეიცარიულმა ფირმამ Agassiz and Co-მ დაამზადა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მოკავშირე ქვეყნების ლიდერებმა საჩუქრად თითო ეგზემპლარი მიიღეს. აშშ-ის პრეზიდენტის ჰარი ტრუმენის საათს ამშვენებდა თავისუფლების ქანდაკება და ზეთისხილის რტო, ფრანგ გენერალს შარლ დე გოლს საჩუქრად ერგო საათი ჟანა დარკის გამოსახულებით, საბჭოთა ლიდერის - სტალინის საათზე კი ამოტვიფრული იყო ხუთქიმიანი ვარსკვლავი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე