საია სათხილამურო ტრასაზე გარდაცვილ სალომე ტატიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 11:37 | 19.03.2018 ნანახია: 1347
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გუდაურის სათხილამურო ტრასაზე გარდაცვლილ 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე გარდაცვლილი 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმეზე პირველი სხდომა იმართება. 2016 წლის 10 იანვარს 12 წლის სალომე, დებთან, სპორტ-სკოლის მწვრთნელთან და სხვა მოსწავლეებთან ერთად სრიალებდა, რა დროსაც ზურგიდან შეეჯახა გიორგი ლიპარტელიანი. შეჯახების შედეგად სალომე ადგილზე გარდაიცვალა. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია,თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 29 დეკემბერს მიღებული განაჩენით ბრალდებული გაამართლა.
აღნიშნულ საქმეში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დაზარალებული მხარის ინტერესებს გამოძიების ეტაპიდან იცავს. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვამდე, გვსურს, მოკლედ შევაჯამოთ ის სამართლებრივი პრობლემები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენში იკვეთება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში განვითარებული მსჯელობა გაუფრთხილებლობითჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით ქმნის საშიშ პრეცედენტს და ფაქტობრივად თვითიმედოვნებით ჩადენილდანაშაულს დაუსჯელს ტოვებს. სასამართლო მსჯელობა არ არის დამაჯერებელი და რიგ შემთხვევებშიუსაფუძვლოა.
პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენი ძირითადად დაეფუძნა შემდეგ არგუმენტებს:
- არ არსებობს სათხილამურო კურორტებზე სრიალისთვის დადგენილი წესები, მათ შორის სიჩქარის ლიმიტი, რომლითაც უნდა სრიალებდეს პირი;
- თხილამურებით სრიალი ექსტრემალური სპორტია და თავისთავში მოიცავს ტრავმის მაღალ რისკს;
- არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა ფეხი წამოკრა ქვას ან გზად შეექმნა სხვა რაიმე წინაღობა, რომელმაც გამოიწვია თხილამურის მიმართულების შეცვლა და შესაძლოა შეჯახება;
- არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ თავად გარდაცვლილი გოგონას სრიალის მანერა და ტრაექტორია გახდა შედეგის გამოწვევის საფუძველი.
ის ფაქტი, რომ არ არსებობს თხილამურებით სრიალთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებულირეგულაციები, არ ათავისუფლებს პირს ვალდებულებისგან, გამოიჩინოს წინდახედულობა და გადაადგილდესთავისთვის და სხვისთვის უსაფრთხოდ. წესები, რომელთა დარღვევაც საფუძვლად ედება გაუფრთხილებელ დანაშაულს, შეიძლება იყოს როგორც დაწერილი, ისე დაუწერელი, რომლებიც გამომდინარეობს ზოგადი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან და მათი დაცვა, ევალება თითოეულ ადამიანს.
მოსამართლის მსჯელობა, თხილამურებით სრიალის ექსტრემალურ სპორტად მიჩნევასთან დაკავშირებით, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული და არ ეყრდნობა რაიმე სტანდარტსა თუ გამოცდილებას. გაკვალულ და სპეციალურად დამუშავებულ ტრასაზე, თხილამურებით სრიალი არ წარმოადგენს ექსტრემალურ სპორტს და არ შეიცავს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკებს.
ეჭვები, რომლებიც ფაქტობრივად გამამართლებელ განაჩენს დაედო საფუძვლად, არ ემყარება რაიმე გონივრულსაფუძველსა თუ მტკიცებულებას, არამედ არის მხოლდ მოსამართლის მოსაზრებები და ვარაუდები მოვლენათაშესაძლო სხვაგვარი განვითარების თაობაზე. მნიშვნელოვანია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას, რაც გულისხმობს იმას, რომ უარყოფილ იყოს არა ბუნებაში არსებული ყველა სახის ეჭვი, არამედ კონკრეტული საფუძვლითა და მტკიცებულებით გამყარებული ეჭვი. მოსამართლე ჰიპოთეტურად მსჯელობს ბრალდებულისთვის შექმნილი წინაღობის შესახებ, რომელსაც შეეძლო თხილამურების ტრაექტორიის შეცვლა და შეჯახების გამოწვევა. ასეთი ეჭვი, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ თეორიულ მსჯელობას, რაც არ შეიძლება გახდეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
მოსამართლე ასევე ეჭვებს გამოთქვამს თავად სალომე ტატიშვილის მოძრაობის ტრაექტორიაზე, როგორც შეჯახების მაპროვოცირებელი ფაქტორზე. არაერთი მოწმე განმარტავს, რომ სალომე წესების სრული დაცვით, საშუალოსიჩქარითა და დიდი მოხვევებით გადაადგილდებოდა ტრასაზე, მაშინ როცა ბრალდებული, ნასვამ მდგომარეობაში, პირდაპირი დაშვებით და დიდი სიჩქარით სრიალებდა. იმ ვითარებაში, როდესაც არაერთი მოწმის მიერ დადგენილ გარემოებას წარმოადგენს სალომეს სრიალის სტილი და მანერა, ასევე მისი ცოდნა და მომზადების დონე, გაუგებარია, რა საფუძვლით ვარაუდობს მოსამართლე, რომ სწორედ სალომეს სრიალმა შეუწყო ხელი შედეგის დადგომას, თანაც იმგვარად, რომ ბრალდებულისთვის შედეგის თავიდან არიდება შეუძლებელი გამხდარიყო. გასათვალისწინებელია, რომ თხილამურებით სრიალი მოთხილამურისგან სწორედ ისეთი სიჩქარის და სტილის შერჩევას მოითხოვს, რომელიც უსაფრთხო იქნება წინ მიმავალი მოთხილამურეებისთვის. ასევე მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს იყო კარგი ხილვადობა, ტრასაზე დიდი მანძილიდანაც ადვილად იყო შესაძლებელი მოთხილამურეების ტრაექტორიის გარჩევა, შემთხვევის ადგილას ტრასა იყო სკამადო განიერი.
იმედს ვიტოვებთ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით წამოჭრილ კითხვის ნიშნებსსააპელაციო სასამართლო სათანადოდ გასცემს პასუხს და მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიტანსდასაბუთებულ გადაწყვეტილებას. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და საქმეს ერთი მოსამართლის ნაცვლად სამი მოსამართლე განიხილავს. აღნიშნული მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს დაზარალებულმაც მიმართა“, - ნათქვამიას საია-ს განცხადებაში.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში - არჩილ გორდულაძე
- თავისუფლების მეგობრები დამწუხრებული არიან ანტიამერიკული "ქართული ოცნების" მხარდაჭერით ირანის ტერორისტული რეჟიმის მიმართ - ჯო უილსონი
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
საზოგადოება
- „არ გადაყარო, ჩააბარე!“ - „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში
- ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
- 25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდენის დღეა
- მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ანდერძი არ არსებობს და რადგან პატრიარქმა სიცოცხლეშივე დანიშნა თავისი მოსაყდრე, ანდერძის საჭიროება აღარ იყო - მამა გიორგი ზვიადაძე
სამართალი
- თელავში, ორსულ მეუღლეზე ძალდობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს
- მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ, ქვას ქვაზე დავადუღებ - ეკა კუპატაძე
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ამის აღიარების ეშინია - დონალდ ტრამპი
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















