ჯენიფერ ლოპესმა აღიარა, რომ 16 წლის ასაკში სექსუალურად ავიწროებდნენ

საქართველო, თბილისი - 13:51 | 16.03.2018
ნანახია: 1494

ამერიკელმა მსახიობმა და მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა აღიარა, რომ ახალგაზრდობაში სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იყო. მისი დებიუტი კინოში 16 წლის ასაკში შედგა. 1986 წელს ლოპესმა ეპიზოდური როლი ითამაშა ფილმში „ჩემი პატარა გოგონა“.

მისი თქმით, კინოსინჯებზე დამდგმელი რეჟისორი მოსვენებას არ აძლევდა. მან ჯენიფერს სთხოვა მაისური გაეხადა და მკერდი ეჩვენებინა. თუმცა ჯენიფერმა უარი თქვა.

ლოპესს რეჟისორის ვინაობა არ დაუსახელებია. მას არც სხვა დეტალებზე უსაუბრია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე