Mobify-მ უკრაინული სტარტაპი იყიდა

საქართველო, თბილისი - 19:52 | 24.11.2015
ნანახია: 1669

კანადურმა კომპანია Mobify-მ უკრაინული სტარტაპი, მობილური მარკეტინგის სერვისის კომპანია  Jeapie შეიძინა. AIN.UA წერს, რომ გარიგების ღირებულება ცნობილი არ არის, თუმცა ის 7 ნიშნა ციფრია.
გარიგების მიხედვით, სტარტაპი "ჩაყლაპული" იქნება Mobify-ის მიერ, რომელიც e-commerce-თაა დაკავებული ჩრდილოეთ ამერიკაში,  დიდ ბრიტანეთში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში.
როგორც უკრაინული სტარტაპი აცხადებს, მათ Mobify -თან უკვე იმუშავეს და ერთობლივი პროდუქტი ბაზარზე მალე Enterprise SaaS-ის პლათფორმით გამოჩნდება




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე