ირაკლი ღარიბაშვილმა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველო, თბილისი - 16:34 | 24.11.2015
ნანახია: 1582

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, სისერო მარტინს გარსიასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. 
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და  ბრაზილიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. მხარეებმა ისაუბრეს  პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე.

სისერო მარტინს გარსიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბრაზილიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე