National Geographic Traveler-მა ბათუმი ევროპაში საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულში შეიყვანა
საქართველო, თბილისი - 12:45 | 15.03.2018 ნანახია: 1085
National Geographic Traveler“-მა ბათუმი ევროპაში საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულში შეიყვანა. პოლონურ გამოცემაში ბათუმი, როგორც უქმეების გასატარებლად საუკეთესო ადგილი ისეთი ქალაქების გვერდით სახელდება, როგორებიცაა ნიცა, პალერმო, ამსტერდამი და ოქსფორდი. „მზესთან ახლოს“ ასე ჰქვია სტატიას, რომელიც გამოცემის მარტის ნომერში ბათუმსა და ზოგადად აჭარას მიეძღვნა.
„ჩვენ ვიცით ბედნიერების რეცეპტი” ამბობენ ქართველები. ეს შეიძლება გადამეტებულად მოგეჩვენოთ, თუმცა ბათუმში გატარებულმა მხოლოდ ერთმა „ვიკენდმაც“ კი დამარწმუნა ამ სიტყვების სიმართლეში,“ ასე იწყებს სტატიას ჟურნალისტი ბუაჟეი გრიგილი, რომელიც მკითხველს შავიზღვისპირეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს აცნობს.
სტატია, რომელიც მკითხველს აჭარაში სამოგზაუროდ ეპატიჟება “National Geographic Traveler”-ის მარტის ნომერში გამოქვეყნდა. სტატიაში ჟურნალისტი ბათუმში ვიზიტისას საუკეთესო ადგილებს ასახელებს, რომელთა შორისაა ბოტანიკური ბაღი, ბულვარი, ევროპის მოედანი და სხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობები. ის ასევე, ხაზს უსვამს მთიან აჭარასა და ადგილობრივ სამზარეულოს, სადაც ულამაზეს ბუნებაში ტურისტებს უგემრიელესი კერძების დაგემოვნება შეუძლიათ. „National Geographic Traveler"-ის ჟურნალისტი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებოდა.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ საქართველოსა და ჩვენი რეგიონის შესახებ სტატიები, რეპორტაჟები და გადაცემები სამიზნე ქვეყნების პოპულარულ მედია საშუალებებში გამოქვეყნდეს. ჩვენი მოწვევით გასულ წელს რეგიონს 500-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი სტუმრობდა. შედეგად, კი მივიღეთ 150-ზე მეტი მედიაპროდუქტი რეიტინგულ ტელევიზიებში, ჟურნალებსა და ონლაინ გამოცემებში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოტენციური ტურისტები თავიანთ ქვეყნებშივე გაეცნონ აჭარას მსგავსი სტატიებით, საინტერესო რეპორტაჟებითა თუ გადაცემებით. ამ ყველაფერს კი ემატება ჩვენს სამიზნე ქვეყნებში აქტიური სარეკლამო კამპანიები შედეგად, კი ვღებულობთ აჭარის პოზიტიურ იმიჯსა და ტურისტების გაზრდილ ნაკადებს ჩვენს ქვეყანაში. აჭარის შესახებ არაერთი საინტერესო სტატია გამოქვეყნებულა, თუმცა ისეთი ქალაქების გვერდით ბათუმის დასახელება, როგორიცაა ნიცა, ამსტერდამი და პალერმოა ნამდვილად ორმაგად სასიხარულოა,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















