თანამედროვე ყანდური - ეს არის საპატრიარქოს სახე დღეს -რესპუბლიკელები
საქართველო, თბილისი - 12:16 | 15.03.2018 ნანახია: 1539
„შუა საუკუნეების ლიბერალიზმს“ „პოულობს“ საპატრიარქოს ხელმძღვანელი და მოდერნი და პოსტმოდერნი მიაჩნია, თურმე, რწმენის მთავარ მოწინააღმდეგედ მის თანამოსაყდრეს, ცივილიზებული დასავლეთი კი ჩიხიაო - ეს არის პირველი „სიბრძნე“, რაც ამცნო საზოგადოებას მომავალი პატრიარქობის ფავორიტმა კანდიდატმა - აი, ასეთ საქციელს თუ უსაქციელობას, აზრს თუ უაზრობას ეწირება ეკლესიის და კათალიკოს-პატრიარქის „ალალი ავტორიტეტი და რეიტინგი“ და არა „მიზანმიმართულ თავდასხმას“, როგორც ბ-ნ ბოტკოველს და მის უფროსებს ჰგონიათ, - ასე პასუხობს „რესპუბლიკური პარტია“ საქართველოს საპატრიარქოს საგანგებო განცხადებას.
„რესპუბლიკელების“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"რესპუბლიკური პარტია ეხმიანება საპატრიარქოს საგანგებო განცხადებას, რომელიც გუშინ გაახმოვანა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საარჩევნო კამპანიის მანძილზე რესპუბლიკური პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებები, ციანიდის საქმე, ჯიპები და 25 მილიონი არის მიზანმიმართული თავდასხმა ეკლესიაზე, რადგან „ზოგიერთი ძალისთვის ყოვლად მიუღებელია ჩვენი ეკლესიის და კათალიკოს-პატრიარქის მაღალი ავტორიტეტი და რეიტინგი“.
ბ-ნი ბოტკოველის მიერ ჩამოთვლილი „რესპუბლიკური პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებები, ციანიდის საქმე, ჯიპები და 25 მილიონი“ არის უტყუარი ფაქტები, რაც მკაფიოდ ადასტურებს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია - ავტოკეფალიის აღმდგენი, ოკუპაციის მედგარი და მთავარი მოწინააღმდეგე, რომელსაც ჰყავდა შეუპოვარი პატრიარქები (კირიონი, ლეონიდე, ამბროსი) და უამრავი ღირსეული სასულიერო პირი, დღევანდელმა ხელმძღვანელობამ ჯერ საბჭოთა, მერე კი პოსტსაბჭოთა რეჟიმების ნაწილად, ხელისუფალთა უმცროს პარტნიორად აქცია. იკადრა სახელისუფლო ქრთამის აღება - ეს არის ბიუჯეტის 25 მილიონი ყოველწლიურად, ეს არის ისედაც მწირი ადგილობრივი თვითმმართველობის პერმანენტული ძარცვა მიწებით, ფულით, სამშენებლო მასალით, ეს არის ენით აუწერელი სატრაპეზოებით ნებივრობა, ეს არის მუდმივად ხელგაწვდილ მდგომარეობაში ყოფნა, ეს ჩრდილოეთის პატრონთან მიმართ ზღვარსგადასული შიში და რიდიცაა. თანამედროვე ყანდური - ეს არის საპატრიარქოს სახე დღეს. „შუა საუკუნეების ლიბერალიზმს“ „პოულობს“ საპატრიარქოს ხელმძღვანელი და მოდერნი და პოსტმოდერნი მიაჩნია, თურმე, რწმენის მთავარ მოწინააღმდეგედ მის თანამოსაყდრეს. ცივილიზებული დასავლეთი კი ჩიხიაო - ეს არის პირველი „სიბრძნე“, რაც ამცნო საზოგადოებას მომავალი პატრიარქობის ფავორიტმა კანდიდატმა.
აი, ასეთ საქციელს თუ უსაქციელობას, აზრს თუ უაზრობას ეწირება ეკლესიის და კათალიკოს-პატრიარქის „ალალი ავტორიტეტი და რეიტინგი“ და არა „მიზანმიმართულ თავდასხმას“, როგორც ბ-ნ ბოტკოველს და მის უფროსებს ჰგონიათ.
ჩვენ, რესპუბლიკელებს, ღრმად გვწამს, რომ არ არსებობს ავტორიტეტი ადამიანისა და ადამიანის უფლებების გარეშე! ის ღირებულებები, რომელთა ერთგულიც არის რესპუბლიკური პარტია, გაწერილია ადამიანის უფლებების საერთაშორისო აქტებში და საქართველოს კონსტიტუციაში; შესაბამისად, ნებისმიერი პირი თუ ინსტიტუცია, რომელიც არ ცნობს და არ აღიარებს თითოეული ინდივიდის თავისუფლებას, ყოველთვის იქნება ჩვენი მწვავე კრიტიკის ობიექტი. ადამიანი დაბადებით თავისუფალია და თანასწორია, მას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული საგანგებო განცხადება კი კიდევ ერთხელ არის უთანასწორობის და ჩაგვრის წახალისება!
ციანიდის საქმემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ თავად საპატრიაქროს წიაღში უმძიმესი მდგომარეობაა. ხელისუფლების გარკვეული ძალები საპატრიაქროსთან ერთად ცდილობენ, ჩაახშონ საჯარო დისკუსია აღნიშნულ საკითხზე და ხელი შეუშალონ საზოგადოებას კანონიერი ინტერესის დაკმაყოფილებაში - სიმართლის გაგებაში. განცხადებაში იკითხება მცდელობა, საპატრიარქოში დაგროვებული მძიმე პრობლემები, რომელმაც თავი ვერ დამალა, გადააბრალონ რესპუბლიკურ პარტიას და „სხვა“ ძალებად მოხსენიებულ გარე სუბიექტებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, ხსენებულ ინსტიტუციაში არსებული ვითარების სიმძიმეს.
მსგავსი საბჭოური მეთოდები არის რეგრესისა და ქვეყნის ჩამორჩენის საფუძველი. თანამედროვე რესპუბლიკური პოლიტიკა ეფუძნება უზენაეს ღირებულებებს, რომელთა გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული სახელმწიფოს პროგრესი. ამ გზაზე ჩვენ დავუპირისპირდებით ნებისმიერ სახელისუფლებო თუ არასახელისუფლებო, ფაქტობრივად მასთან შეზრდილ ინსტიტუციას, რომელიც უგულვებელყოფს ადამიანის თავისუფლებას და თანასწორობას, წაახალისებს დისკრიმინაციას, ჩაერთვება კორუფციაში და ნებისმიერი სხვა ფორმით ეცდება ქვეყანა დაუბრუნოს ჩვენი სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვანი ინსტორიის მანძილზე ყველაზე დამანგრეველ პერიოდს - საბჭოთა ეპოქას.
ერში ტრადიციული მტრის (მეტწილად რესპუბლიკელების) მერე, ბერშიც დაიწყო პატრიარქმა და მისმა თანამოსაყდრემ მტრების ძებნა - სასულიერო პირების მხილება დააანონსა ბ-მა ბოტკოველმა. ეს ეპისკოპოს შიოს პირველი ნაბიჯებიდანაა, როგორც ჩანს. ნადირობა კუდიანებზე - შინ და გარეთ, ერში და ბერში - აი, დღევანდელი, საქართველოს და რუსეთის ხელისუფალთ დამორჩილებული საპატრიარქოს სახე!
„რესპუბლიკელები“ მოველით, რომ საპატრიარქო გათავისუფლდება ამ წნეხისგან - კვლავ გახდება თავისუფლების ორიენტირების - საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღმდგენი სასულიერო პირების ღირსი. ჩვენ ახლო მომავალში ისევე მოველით მჭიდრო თანამშრომლობას სასულიერო იერარქებთან, როგორც ამას ჩვენი პოლიტიკური წინაპრები - ევროპული ორიენტაციის ქართული დემოკრატიული პოლიტიკური ძალები ახერხებდნენ - მაშინ საერო და სასულიერო პირებმა ერთობლივად უზრუნველყვეს ავტოკეფალიის აღდგენაც, პატრიარქის არჩევაც, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაც და მის დასაცავად ბრძოლაც!
ამის იმედს გვაძლევს წესიერი, კვალიფიციური სასულიერო პირების საქმიანობაც, მათ შორის სინოდის წევრებსაც ვგულისხმობთ. საპატრიარქოს დღევანდელი მესვეურნი კი მტრებს ეძებენ სასულიერო პირებში. სინოდშიც?
რესპუბლიკური პარტია შეიქმნა საბჭოთა კავშირის დანგრევის და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების რწმენით, ეს შედეგი მიღწეულია, ჩვენი მოქალაქეების ძალისხმევით!
დღეს რესპუბლიკური პარტია იბრძვის საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისათვის და ეს შედეგიც დადგება, ჩვენი მოქალაქეების ძალისხმევით!", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ საპატრიარქოს სახელით პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარია, რომ ეკლესიის დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება იგეგმება.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















