ესთეტიკური ქირურგიისა და ოფთალმოლოგიის ბაზარზე უმსხვილესი კომპანია ყალიბდება

საქართველო, თბილისი - 19:27 | 24.11.2015
ნანახია: 1617

აშშ-ს ფარმაცევტური კომპანია Pfizer Inc-ი და ბოტოქსის მწარმოებელი კომპანია Allergan Plc-ი ერთიანდება.  გარიგების ღირებულება 160 მლრდ დოლარია. შესაბამისად Allergan-ის თითო აქციის ღირებულებამ 363,63 დოლარი შეადგინა. Allergan-ის აქციონერები კომპანიების გაერთიანების შემდეგ ჰოლდინგის აქციათა 11,3 %-ს მიიღებენ. 

აღსანიშნავია, რომ Pfizerმა ადრე განაცხადა, რომ მზად იყო საკუთარი კონკურენტის Allergan ის აქციებს 380 დოლარად გამოესყიდა, რაც მის საბაზრო ფასზე 20%-ით ძვირია.  როგორც The Wall Street Journal-ი უიწყება ახალი, გამსხვილებული კომპანია ესთეტიკური ქირურგიისა და ოფთალმოლოგიის ბაზარზე მსოფლიო ლიდერად ჩამოყალიბდება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე