აშშ კოსმოსური არმიის შექმნას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 10:06 | 14.03.2018
ნანახია: 719

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანამ, შესაძლოა, კოსმოსური ჯარი შექმნას.
„ჩემი ახალი ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, კოსმოსურ სივრცეში, შესაძლოა, განხორციელდეს სამხედრო მოქმედებები, ისევე როგორც ხმელეთზე, ჰაერში და წყალში“, - განაცხადა ამერიკის ლიდერმა.

მისი თქმით, თავდაპირველად ის ამ იდეას სერიოზულად არ აღიქვამდა, მაგრამ შემდეგ დაასკვნა, რომ იდეა შესანიშნავია.

თებერვლის ბოლოს აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა დევიდ გოლდფეინმა განაცხადა, რომ კოსმოსური ომი რამდენიმე წლის საქმეა.

მისი აზრით, შეერთებულმა შტატებმა კოსმოსურ სივრცეში უპირატესობას უნდა მიაღწიოს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე