იტალიაში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 09:57 | 14.03.2018
ნანახია: 721

იტალიაში, ადრიატიკის სანაპიროზე, ქალაქ ფანოს 20 ათასზე მეტი მცხოვრები მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბის აღმოჩენის გამო ევაკუირებულია.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით თავიანთი საცხოვრებელი ადგილები უნდა დატოვონ იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ბომბის ადგილსამყოფელიდან 1,9 კმ-ის რადიუსში იმყოფებიან.

ევაკუირებულ ობიექტებს შორის ასევე არის ქალაქის საავადმყოფო და რკინიგზის სადგური.
ხელისუფლების შეფასებით საგანგებო ღონისძიებები დღის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება.
ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ. ავიაბომბი ინგლისური წარმოებისაა და 225 კგ-ს იწონის. ის სამშენებლო სამუშაოების დროს იპოვეს. გეგმის მიხედვით მას ზღვაში შეიტანენ და იქ ააფეთქებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე