სპინერი ევროკავშირმა საშიში ნივთების სიაში შეიტანა

საქართველო, თბილისი - 14:15 | 13.03.2018
ნანახია: 1629

სპინერები ევროკავშირმა საშიში ნივთების სიაში შეიტანა. ამის შესახებ 2017 წლის მოხსენებაშია ნათქვამი. 

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ სპინერები ბავშვებისთვის საშიშია, განსაკუთრებით მოდელები რომლებსაც აქვს განათება. იმ შემთხვევაში თუ ბავშვი ბატარეას გადაყლაპავს, მან შესაძლოა საყლაპავი მილისა და ნაწლავების დამწვრობა გამოიწვიოს.

საშიშროებას წარმოადგენს ასევე სათამაშოს წვრილი დეტალები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე