კონგრესმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის გამოძიება დაასრულა

საქართველო, თბილისი - 11:27 | 13.03.2018
ნანახია: 861

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის კომიტეტემა დაზვერვის საკითხებში საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის გამოძიება დაასრულა. მოსკოვთან დონალდ ტრამპის კამპანიის შეთქმულების მტკიცებულება არ დადასტურდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, რუსეთი აქტიურ ღონისძიებებს მიმართვადა, თუმცა არა ტრამპის მხარდაჭერის მიზნით. მოსამზადებელ მოხსენებაში გამოძიების შედეგებით ნათქვამია, რომ არჩევნებში ჩარევის, შეთქმულების, კოორდინაციისა და ტრამპის კამპანიასა და რუსეთს შორის შეთნხმების მტკიცებულება არ აღმოჩენილა.

შედეგად აშშ-ის კონგრესში დაასკვნეს, რომ რუსეთი არჩევნებში ჩარევისთვის აქტიურ ზომებს მიმართავდა, მაგრამ არა ტრამპის მხარდაჭერის მიზნით.

150-გვერდიანი მოხსენების პროექტი განსახილველად კომიტეტის წევრებს გადაეცემა. სავარაუდოდ დემოკრატები დოკუმენტში არსებით ცვლილებებს შეიტანენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე