პოლიციელები, შიშველ გოგონებთან ფოტოების გადაღებისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 10:51 | 13.03.2018
ნანახია: 1187

მექსიკის ქალაქ კანკუნის პოლიციის სამი თანამშრომელი სანაპიროზე შიშველ დამსვენებლებთან ფოტოს გადაღებისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს.            სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელების უცნაური მოქმედება, სხვა დამსვენებლებმა ფოტოებზე აღბეჭდეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს, რაც სკანდალის მიზეზი გახდა.

იმის მიუხედავად, რომ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული ფოტოები მალე წაშალეს, მომხმარებლებმა მათი გავრცელება მაინც მოასწრეს. ფეისბუქ ანგარიშის მფლობელმა კი, სადაც ფოტოები იყო ატვირთული, განაცხადა, რომ პოლიციელები ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე