მეგან მარკლი დედოფალთან ერთად საჯაროდ პირველად თანამეგობრობის დღეს გამოჩნდება

საქართველო, თბილისი - 19:38 | 12.03.2018
ნანახია: 993

მეგან მარკლი დიდი ბრიტანეთის მონარქთან ერთად ვესტმინსტერის სააბატოში თანამეგობრობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოჩნდება. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Vanity Fair ავრცელებს.

აღნიშნულ ღონისძიებაზე მონაწილეობას დედოფალთან ერთად მიიღებენ უელსის პრინცი ჩარლზი, კორნუელის ჰერცოგინია კამილა პარკერ ბოულზი და კემბრიჯის ჰერცოგი უილიამი და ჰერცოგინია ქეით მიდლტონი.

შეგახსენებთ, რომ პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ქორწილი 19 მაისს გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე