ფრანგი დიზაინერი ჰუბერტ დე ჟივენში გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 17:29 | 12.03.2018
ნანახია: 1510

92 წლის ასაკში ლეგენდარული დიზაინერი ჰუბერტ დე ჟივენში გარდაიცვალა. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ  რია ნოვოსტი ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელევბს.

ფრანგული მედიის ცნობით, ის ძილში გარდაიცვალა. დაკრძალვის ცერემონიალი გაიმართება ძალიან ვიწრო წრეში.

ცნობისთვის, ფრანგი დიზაინერი, ჟივენშის სახლის დამაარსებელი, არისტოკრატი ჰუბერტ დე ჟივენში, დაიბადა 1927 წლის 21 თებერვალს. მან სახელი გაითქვა იმით, რომ იყო ოდრი ჰეპბერნის უამრავი კოსტუმის დიზაინერი, ასევე ხშირად ზრუნავდა ჟაკლინ კენედისა და მერლინ მონროს ჩაცმულობაზეც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე