„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ერაყში მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს

საქართველო, თბილისი - 15:58 | 12.03.2018
ნანახია: 799

სულ მცირე ათი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ მერძოლებმა. ტელეარხ Al Sumaria-ს ცნობით, ტერორისტებმა ბაღდადი-კირკუკის გზაზე ყალბი საკონტროლ-გამშვები პუნქტი მოაწყვეს და 10 მშვიდობიანი მცხოვრები დახოცეს.

ძალოვანები თავდამსხმელებს ეძებენ.

ჯერ კიდევ თებერვალში კირკუკის პროვინციის გუბერნატორი რაკან ალ-ჯაბური ჟურნალისტებთან აცხადებდა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მიძინებული ჯგუფები  პროვინციაში საფრთხეს წარმოადგენდნენ. მისი თქმით, ღამით მებრძოლები მშვიდობიან მოქალაქეებს თავს ესხმიან და იტაცებენ.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე