გადაუღებელი წვიმების შედეგად ვენეციის ცენტრი დაიტბორა

საქართველო, თბილისი - 15:41 | 12.03.2018
ნანახია: 1123

გადაუღებელი წვიმების შედეგად ვენეციის ისტორიული ცენტრი დაიტბორა. მერიის განცხადებით, უამინდობას ქალაქისთვის სერიოზული ზიანი არ მიუყენებია.
ადგილობრივი ხელისუფელების განცახდებით, ქალაქში წყლის დონე 119 სანტიმეტრით გაიზარდა, მაგრამ შემდეგ დაიწია. სპეციალისტების თქმით, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

 „ჩვენთვის ასეთი მოვლენა იშვიათობას არ წარმოადგენს. მაგრამ უცნაურია, რომ ეს სწორედ მარტში მოხდა“, - განუცხადა მედიას ქალაქის მერიის წარმომადგენელმა.

სპეციალისტების ცნობით, დღეს წყლის დონემ, შესაძლოა, ისევ მოიმატოს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე