პუტინმა 2014 წელს Pegasus-ის თვითმფრინავის ჩამოდგების ბრძანება გასცა

საქართველო, თბილისი - 14:48 | 12.03.2018
ნანახია: 1017

ვლადიმერ პუტინმა 2014 წელს სოჭის ოლიმპიადის გახსნამდე ერთი საათით ადრე თურქული ავიაკომპანია  Pegasus-ის თვითმფრინავის ჩამოდგების ბრძანება გასცა. მან ამის შესახებ დოკუმენტურ ფილმში განაცხადა. პუტინის თქმით, თვითმფრინავი გატაცებული იყო და სოჭის მიმართულებით  მიფრინავდა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, 2014 წლის 7 თებერვალს ის ავტობუსით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სოჭის ერთ-ერთი სტადინიოსკენ მიემართებოდა, რა დროსაც საგანგაშო ზარი მიიღო.

ფე-ეს-ბეს ხელმძღვანელის ალექსანდრ ბორტნიკოვის თქმით, ხომალდის ფრენის გასაკონტროლებლად სამხედრო ავიაციის მომზადების გადაწყვეტილება მიიღეს.

Pegasus-ის ავიალაინერის პილოტების თქმით, ერთ-ერთ მგზავრს ბომბი ჰქონდა და სოჭისკენ კურსის შეცლას მოითხოვდა.

პუტინმა გეგმის მიხედვით მოქმედების ბრძანება გასცა. რამდენიმე წუთის შემდეგ მას ისევ დაურეკეს და აცნობეს, რომ ეს მთვრალი მგზავრის ახირება იყო და მალე თვითმფრინავი თურქეთში დაეშვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე