აზერბაიჯანი საქართველოში უმსხვილესი ინვესტორია, რაც ქვეყანაში არსებულ საუკეთესო საინვესტიციო კლიმატზე მიუთითებს - ალიევი

საქართველო, თბილისი - 13:48 | 12.03.2018
ნანახია: 833

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით კი აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა, რაც თქვენს ქვეყანაში არსებულ საუკეთესო საინვესტიციო კლიმატზე მიუთითებს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას და ორმხრივი ურთიერთობების მაღალ დონეს. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე