კატმანდუს საერთაშორისო აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

საქართველო, თბილისი - 13:26 | 12.03.2018
ნანახია: 864

ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს საერთაშორისო აეროპორტში დაჯდომის დროს სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავი კომპანია US-Bangla Airlines-ს ეკუთვნის, ის  ბანგლადეშის დედაქალაქ დაკადან მიფრინავდა.

მედიის ცნობით, თვითმფრინავი ფეხბურთის მოედანზე ჩავარდა.

დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. სავარაუდოდ, ბორტზე 70 ადამიანი იმყოფებოდა.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე