ვენაში ირანის საელჩოსთან თავდასხმა მოხდა

საქართველო, თბილისი - 11:12 | 12.03.2018
ნანახია: 763

ვენაში ირანის საელჩოსთან თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ  Associated Press-ი იტყობინება. .უცნობმა მამაკაცმა დანით ხელში დაჭრა ელჩის დაცვის წევრი, რომელმაც მას საპასუხოდ ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელი მოკლულია.

პოლიციის ცნობით, 26 წლის თავდამსხმელი ავსტრიის მოქალაქე იყო. დანაშაულის მოტივი უცნობია.

ინციდენტის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გააძლიერა ყველა დიპლომატიური მისიის დაცვა. პოლიციისთვის უცნობია, ყავდა თუ არა თვდამსხმელს თანამზრახველები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე