გერმანიაში მეჩეთები და თურქული კულტურის ცენრტები დაწვეს

საქართველო, თბილისი - 10:51 | 12.03.2018
ნანახია: 970

გერმანიაში  უცნობმა პირებმა რამდენიმე მეჩეთისა და თურქული კულტურის ცენტრების  შენობები დაწვეს.

ბერლინში რაინიკენდორფის რაიონში მეჩეთის მთავარი შენობა ცეცხლმა სრულად გაანადგურა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტის ადგილზე სამი უცნობი პირი შენიშნეს.

პოლიციის ცნობით, უცნობმა პირებმა მეშედში მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს თურქულ-გერმანული კავშირის ცენტრის შენობას. ქალაქ ლაუფენ-ამ-ნეკარში კი ვანდალებმა თურქული დიასპორის მეჩეთი დაწვეს.

სამართალდამცველები პოლიტიკურ მოტივს არ გამორიცხავენ. გამომძიებლები რამდენიმე ვერსიას განიხილავენ, მათ შორის მემარცხენე ექსტრემისტების ან ანკარის პოლიტიკით უკმაყოფილო ქურთილი დიასპორის წარმომადგენელბის თავდასხმას. განიხილება თურქული დიასპორის შიგნით არსებული კონფლიქტის ვერსიაც.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე