ირანში ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია

საქართველო, თბილისი - 10:35 | 12.03.2018
ნანახია: 1465

 

ირანში ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია. სააგენტო IRNA-ს ცნობით, ყუთს  შემდგომი გამოძიებისთვის ხელისუფლებას გადასცემენ.

ირანში თურქეთის წარმომადგენლები და კატასტროფის მსხვერპლთა ნათესავები ჩავლენ.

კერძო თვითმფრინავი, რომელიც თურქულ საინვესტიციო კომპანიას Başaran Holding-ს ეკუთვნოდა,  შარჯიდან სტამბოლში მიფრინავდა.

ბორტზე 11 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი. საჰაერო ხომალდმა კატასტროფა ირანის დასავლეთით მთიან რეგიონში განიცადა. მიწაზე დაცემის შემდეგ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ბორტზე მყოფთაგან არავინ გადარჩენილა.  





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე