ბარაკ ობამა, შესაძლოა, ტელეშოუს წამყვანი გახდეს

საქართველო, თბილისი - 16:01 | 09.03.2018
ნანახია: 749

აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, Netflix-ის არხზე, შესაძლოა, ტელეშოუ წაიყვანოს. ამის შესახებ  The New York Times-ი იუწყება და აღნიშნავს, რომ ობამა ტელეარხთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

გამოცემის ცნობით, ამერიკის ყოფილი ლედი მიშელ ობამა შესაძლოა, გადაცემის პროდიუსერი გახდეს, და ხანდახან ქმარს წამყვანის ამპლუაში შეურთდეს.

შოუს ფორმატი გარკვეული არ არის. ერთ-ერთი ვარიანტით ობამამ შესაძლოა, მოდერატორის მოვალეობა შეასრულოს იმ თემებზე დისკუსიისას, რომლებიც მისი პრეზიდენტობის დროს საკვანძო იყო: ჯანდაცვა, საარჩევნო უფლებები, მიგრაცია, საგარეო პოლიტიკა, კლიმატის ცვლილებები.

უცნობია რამდენი იქნება ექს-პრეზიდენტის ხელფასი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე