ყოფილი რუსი ჯაშუში და მისი ქალიშვილი კვლავ კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებიან

საქართველო, თბილისი - 15:36 | 09.03.2018
ნანახია: 859

ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ისინი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებიან.

ბრიტანეთის შს  მინისტრის ემბერ რადის თქმით, პოლიციელის მდგომაროება, რომელიც სკრიპალთან და მის ქალიშვილთან დასახმარებლად მივიდა და იმავე ნივთიერებით მოიწამლა,გონზეა, კოლეგებს ეკონტაქტება და მისი მკურნალობა გრძელდება.

5 მარტს უილტშირის საგრაფოს ქალაქ სოლსბერში სკრიპალი და მისი ქალიშვილი უგონო მდგომარეობაში ქუჩაში იპოვეს.

სკოტლანდ-იარდის განცხადებით, ადგილი ჰქონდა ნერვულ-პარალიტური მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით მკვლელობის მცდელობას. უილტშირის პოლიციამ დაადასტურა, რომ ინციდენტის დროს ასევე დაშავდა პოლიციის თანამშრომელი ნიკი ბეილი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე