მეცნიერებმა დაადგინეს, რატომ არ ქრება სვირინგი კანიდან

საქართველო, თბილისი - 14:40 | 09.03.2018
ნანახია: 1468

ფრანგმა მეცნიერებმა განმარტეს, დროთა განმავლობაში რატომ არ ქრება სვირინგი  კანიდან.

სპეციალისტების თქმით, საღებავს იმუნური  უ უჯრედები იწოვს. მათი აზრით, მაკროფაგები კანს  ინფექციებისგან იცავენ. სწორედ ეს ნივთიერება უნარჩუნებს სვირინგს პირვანდელ სახეს.

ექსპერტების თქმით, მაკროფაგები დიდხანს არ ცოცხლობენ, მაგრამ შეუძლიათ საღებავის ნაწილაკების შეწოვა.

დაკვირვების დროს დადგინდა, რომ იმუნურ უჯრედებს ლიმფურ კვანძებში გადააქვს საღებავის ნაწილაკები სვირინგიდან. შედეგად ამ პროცესმა შესაძლოა ავთვისებიანი წარმონაქმნის გაჩენის პროვოცირება გამოიწვიოს.

სპეციალისტების თქმით, მაკროფაგების მასობრივმა სუიციდმა შესაძლოა სვირინგის სრული გაქრობა გამოიწვიოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე