რუსეთი არის ოკუპანტი, და რა მოლაპარაკებაზეა საუბარი საერთოდ - ბერძენიშვილი კვირიკაშვილის მიმართვაზე
საქართველო, თბილისი - 14:10 | 09.03.2018 ნანახია: 1158
საქართველოს პარლამენტის წევრები თავს იჭრიან და ახლა პრემიერმა მოიჭრა თავი, - ასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი გიორგი კვირიკაშვილის რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვას.
ბერძენიშვილის განცხადებით, ეს ხელისუფლება არის უსუსური და მას არ შეუძლია ტატუნაშვილის საკითხის გადაწყვეტა.
“ჩემი აზრით, ეს არის პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება აღიარებს მის უსუსურობას ამ პრობლემის მოგვარებაში. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით იმას, თუ რას შეძლებდა და რას ვერა სხვა ხელისუფლება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ხელისუფლება არის უსუსური და მას არ შეუძლია ტატუნაშვილის საკითხის გადაწყვეტა. პრემიერის ეს ნაბიჯი სწორედ ამის ნიშანია და სამწუხაროდ, შედეგად ამასაც არაფერი მოჰყვება. თუ უფრო მეტ დათმობაზე წასვლა შეუძლია საქართველოს, მაშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმაზე უნდა იფიქროს, რომ გადადგეს და მოვიდეს ვინმე, ვინც უფრო კარგად იცის და შეუძლია რამის გაკეთება. საქართველოს რუსეთთან დასათმობი აღარაფერი აქვს. რუსეთი არის ოკუპანტი, და რა მოლაპარაკებაზეა საუბარი საერთოდ? რაზე უნდა მოილაპარაკონ?! ვის უნდა შეუთანხმოს ეს? რომელ კანონში წერია ეს, რომ იმის გამო, რომ პრემიერს თავი ეჭრება, რაღაც უნდა ვქნათ ახლა და სადმე რამე უნდა დავთმოთ? ფაქტია, რომ რუსეთის ხელისუფლება არის ისეთი, როგორიც არის. მსოფლიო ვერაფერს უშვრება მას, მით უმეტეს ვერაფერს უშვრება საქართველოს ხელისუფლება, უნდა ვაღიაროთ ეს და უნდა მივიღოთ ისეთი ზომები, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩვენს ტერიტორიაზე მაინც გვყავდეს დაცული. ჩვენ უკვე ვნახეთ, თავი მოიჭრა საქართველოს ეკლესიამ, სამარცხვინო წერილი მისწერა რუსეთის ეკლესიას და რუსეთის ეკლესიამ დაგვცინა. საქართველოს პარლამენტის წევრები თავს იჭრიან და ახლა პრემიერმა მოიჭრა თავი. როგორც ვხედავთ არ გადმოგვცემენ ცხედარს იმიტომ, რომ თავისი ხუშტურები აქვთ რუსებს და დაგვცინიან. ყოველთვის არის ეს ფაქტორი და აქ რამეზე საუბარი არ შეიძლება. შეგვითანხმოს საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ რას ვთმობთ ამ საქმეში, რომ პრემიერ-მინისტრის პრესტიჟის გადასარჩენად ნახევარი საქართველო ჩავაბაროთ ოკუპანტებს? წარმოუდგენელია საერთოდ რა შეთავაზებაა. ჩემი აზრით, ამას სასწრაფოდ უნდა მოყვეს მისი გადაყენება“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს, რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















