ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ უფროსს რუსეთის დროშა ესროლეს

საქართველო, თბილისი - 13:46 | 09.03.2018
ნანახია: 791

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ უფროსს პოლ მანაფორტს უცნობმა რუსეთის დროშა ესროლა, როდესაც ის სასამართლო შენობიდან გამოდიოდა. ინციდენტი ვირჯინიის შტატის ქალაქ ალექსანდრიაში  მოხდა. ტელეარხ NBC-ს ცნობით, მამაკაცმა მანაფორტს მოღალატე  უწოდა და რუსებისთვის ამერიკის მიყიდვაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, 2016 წლის აგვისტოში მანაფორტი 2007-2012 წლებში თანხის უკანონოდ მოპოვებაში დაადანაშაულეს. მას ბრალად ედება აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულება, ფულის გათეთრება და სხვა სამართალდარღვევები. საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ტრამპის ყოფილი თანაშემწე მუშაობდა უცხოელი წარმომადგენელბის აგენტად, მოქმედებდა უკრაინის მთავრობის, რეგიონების პარტიისა და იანუკოვიჩის ინტერესების გათვალისწინებით.

მანაფორტის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ვირჯინიაში 10 ივლისს დაიწყება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე