ტრამპი მზად არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდეს

საქართველო, თბილისი - 11:23 | 09.03.2018
ნანახია: 817

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თანახმაა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდეს. თეთრი სახლის პრეს-მდივნის სარა სანდერსის თქმით, შეხვედრის ზუსტი დრო და ადგილი მოგვიანებით შეთანხმდება, მანამდე კი ჩრდილოეთ კორეაზე სანქციები და ზეწოლა შენარჩუნებული იქნება.

ამ განცხადებამდე, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩეველმა ჩონ ი იონმა ვაშინგტონში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კიმ ჩენ ინი მზად არის დენუკლეარიზაციისთვის და ტრამპთან პირისპირ შეხვედრისთვის. შეხვედრა სავარუდოდ მაისში გაიმართება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე