სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა

საქართველო, თბილისი - 13:42 | 24.11.2015
ნანახია: 1551

2015 წლის იანვარ-ოქტომბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 207 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 11 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 167 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 154 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე