დანი ალვეშმა ცხვირი მოიწმინდა და ხელი კრიშტიანუ რონალდუს მაისურზე გაიწმინდა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 15:14 | 08.03.2018
ნანახია: 1848

„პარი  სენ-ჟერმენის“ მცველმა დანი ალვეშმა ცხვირი მოიწმინდა და დასვრილი ხელი „რეალის“ ფორვარდის კრიშტიანუ რონალდუს მაისურზე გაიწმინდა. ამის ამსახველი ვიდეო YouTube-ზე გავრცელდა.

ალვეშმა ეს შეუმნევლად გააკეთა. კამერებმა მომხდარი დააფიქსირეს. ფრანგული და ესპანური კლუბების თაყვანისმცემელბი ბრაზილიელი მცველის მოქმედებას სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ.

მატჩი 6 მარტს გაიმართა. ის „რეალის“გამარჯვებით 2:1 დამთავრდა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ესპანურმა კლუბმა „პსჟ“ მერვედფინალის ორივე მატჩში დაამარცხა.                         






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე